შიდა ქართლი. 21 აპრილს, კასპის ტექნოპარკში, შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების მოგვარებაში.
ახალგაზრდულ ფორუმზე კასპის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებს/მხარდამჭერებს წარუდგინეს პროექტი „მოხალისეობრივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის“.
ახალგაზრდების საპროექტო ინიციატივამ მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.
ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)