en
ge

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევაზე

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევაზე

სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, 2014 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მცხოვრებმა ქართველმა მუსლიმებმა სოფელში ისტორიული მეჩეთის დემონტაჟი გააპროტესტეს. მუსლიმ თემს პოლიცია დაუპირისპირდა, დააკავეს 14 ადამიანი, რომელთაგან 4 პირი პოლიციის მხრიდან მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

დაკავებულთა შორის იყო თეიმურაზ მიქელაძეც. ევროსასამართლოს სწორედ თეიმურაზ მიქელაძემ, კიდევ სამ მოქალაქესთან ერთად მიმართა. მათ ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენდა. 

„ევროსასამართლოს 2021 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებით, განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის ორი მუხლი - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვის. შედეგად, განმცხადებლებმა კომპენსაცია მიიღეს და საქმეზე გაგრძელდა გამოძიება. ორი პოლიციელის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023