en
ge

,,თანასწორთა განათლების ტრენინგი“ დასრულდა

კახეთი. 13 ივლისს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თანადგომის" მიერ ორგანიზებული 5 დღიანი „თანასწორთა განათლების ტრენინგი"  დასრულდა.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილებისთვის დამსწრეთა ინფორმირება. ტრენინგში  50-მდე  მოსწავლე მონაწილეობდა.
ტრენინგის კოორდინატორის თქმით, ტრენინგის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებმა თანატოლებში გაავრცელონ მიწოდებული ინფორმაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელება.
მაია ჯიბუტი, პროექტის კოორდინატორი, ფსიქოლოგი: „თანასწორთა განათლების ტრენინგის მიზანი იყო ტრენერთა მომზადება, რომელშიც აქტიური და ლიდერის თვისებებით გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, იყო საუბარი გენდერული თანასწორობის შესახებ და ეს ყველაფერი ჩაჯდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ საკითხებში".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)