შიდა ქართლი. 14 მაისს, კასპის ტექნოპარკში ახალგაზრდული ფორუმის პროექტის „მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია“ ფარგლებში ინტელექტუალური თამაში „სკივრი“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები იღებდნენ.
თამაშის მიზანი იყო ევროკავშირის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა და ადგილობრივმა მეწარმემ რუსუდან ბარნოვმა.
ახალგაზრდული ფორუმის მხარდამჭერები არიან კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, კასპის ტექნოპარკი, ევროკავშირის პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში მობილური ახალგაზრდული მუშაკები, სოციალური საწარმო „ბარნოვი“ და კასპის სათემო ორგანიზაცია „კომლი“.
აქტივობა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)