თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ „მიუხედავად უკანასკნელ წლებში ბავშვთა უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა, ქვეყანაში არა ერთი მიმართულება რჩება პრობლემურად. მნიშვნელოვანი გამოწვევები გვხვდება არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, ბავშვების სოციალური დაცვის, განათლების, შშმ ბავშვების უფლებების რეალიზაციის მიმართულებით.
ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში უმძიმეს პრობლემად რჩება. 2023 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ბავშვების დაახლოებით 21% პროცენტი, 187 444 ბავშვი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით კი, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს.
... სიღარიბეში გაზრდილ ბავშვების შემთხვევაში, ზრდასრულობაში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენის ალბათობა თანატოლებთან შედარებით, სამჯერ მეტია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
ფოტო: ნეტგაზეთი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)