თბილისი. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) აქვეყნებს ვიდეოს: რა არის პირადი საზღვრები და რატომ გვჭირდება ის.
„საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის პირადი სივრცის განცდა აუცილებელი წინაპირობაა.
არსებობს: ფიზიკური, ემოციური, სექსუალური, ვირტუალური და დროის საზღვრები.
საზღვრების გავლება იმის გამოსარკვევად გვჭირდება, თუ რისი მიღება გვსურს გარე სამყაროსგან, რა გვიქმნის დისკომფორტს და რა არის ჩვენთვის საფრთხის შემცველი.
საზღვრების დასადგენად საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დავუსვათ: ვისთან და რამდენად ახლო ემოციური კავშირი მინდა მქონდეს? ვინ და როდის მინდა შემოვუშვა ვინმე ჩემს ფიზიკურ სივრცეში? რისი გაზიარება მინდა ან არ მინდა ვირტუალურად? როგორი მინდა იყოს ჩემი სექსუალური ცხოვრება, რას ველი სექსუალური პარტნიორისგან და რა არის ჩემთვის არასასურველი? რაში მინდა ან არ მინდა დროის ინვესტირება?
თუკი ვგრძნობთ და ვხედავთ რომ: დაუკითხავად იჭრებიან ჩვენს პირად სივრცეში, არ ცდილობენ ჩვენს სურვილებში გამორკვევას, არ გვთხოვენ ნებართვას და არ ელოდებიან ჩვენგან თანხმობას, ახდენენ ზეწოლას ან მიმართავენ მანიპულაციას თანხმობის მოსაპოვებლად ან სხვა მსგავსი მეთოდებით ცდილობენ შემოიჭრან ჩვენს ემოციურ, ვირტუალურ, ფიზიკურ თუ სექსუალურ საზღვრებში.
გახსოვდეთ, რომ პირადი სივრცის განცდა ყველა სჭირდება“...
ვიდეო მომზადდა პროექტის „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)