კახეთი. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში „თემ ქედელთან“ თანამშრომლობით ხელს უწყობენ შშმ პირების სოციალურ ინკლუზიას სიღნაღის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის განვითარებით.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მხარდამჭერი სერვისების არსებობა მათი უფლებების დაცვისა და დამოუკიდებელი ცხოვრების მთავარი წინაპირობაა.
„თემ ქედელში“ გამართულ შეხვედრაზე სიღნაღისა და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა იმსჯელეს შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის გზებზე“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)