თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISFED) ინფორმაციით, 17 მაისს, ფეისბუქზე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით „პროგრესული კონსერვატიზმი“, რომელიც ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად ანტილიბერალურ, მათ შორის ჰომოფობიურ გზავნილებს იყენებს. ამ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება მოკლე ვიდეომიმართვები, რომლებშიც ბლოგერებად პოზიციონირებული პირები ანტიდასავლურ ნარატივს ავრცელებენ.
ორგანიზაციამ აღმოაჩინა საეჭვო/ყალბი ანგარიშები და ფეისბუქგვერდი, რომლებიც პოსტებს კოორდინირებულად, დროის მცირე მონაკვეთში ავრცელებდნენ.
„პოსტების გამავრცელებელთა შორის არიან ადგილობრივ საკრებულოებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და ცალკეული საჯარო მოსამსახურეები. ისინი საკუთარ პროფილებზე გვერდის ვიდეოებს საჯაროდ აზიარებენ“, ნათქვამია ISFED-ის ბლოგპოსტში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)