სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI Georgia) სამოქალაქო საბჭოების ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, სანაპიროს ქუჩაზე მცხოვრებთა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, ზუგდიდის მერიაში განცხადება შევიდა.
ადგილობრივები ითხოვენ გზის საფარის მოასფალტებას, სანიაღვრე არხების გაყვანას, გარეგანათების სისტემის მონტაჟს, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას.
ორგანიზაცია მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, დროულად განიხილოს მიმართვა და დააკმაყოფილოს მოქალაქეთა მოთხოვნები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)