en
ge

კომუნალური გადასახადების ადმინისტრირება

აჭარა.14 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის", თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს  ერთობლივი ორგანიზებით  გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება".  შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების,  ასევე საბინაო ამხანაგობების წარმომადგენლები. განიხილეს ადგილობრივი კომუნალური მოსაკრებლების ახალი სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქმედდა. თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს, 2012 წლის 21 მაისს  განკარგულების საფუძლველზე, დამტკიცებული იქნა  პროგრამა  „კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება", რომლის მიზანია  ქალაქ ბათუმის მასშტაბით  დასახლებული  ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელთა  ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა. მოქნილი და ეფექტური კომუნალური გადახდების პრინციპის დანერგვა. საინფორმაციო ბაზების დახვეწა, სრულყოფა და რეგულარული განახლება.
შეხვედრა ცოცხალ, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებამ კომპეტენტური პირებისგან მოისმინა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)