თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობიდან სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი და შესასრულებელია ოთხი პირობა.
„სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია.
ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების მდგომარეობის უფრო ვრცელი შეფასება იხილეთ რიგით მეოთხე სტატუსმეტრში, რომელიც, „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა“.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)