თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ამონარიდს შრომით მიგრაციაში მყოფი ქალის ნაამბობიდან.
„წინა კვირას „პასილკას“ ვაგზავნიდი, იქ იყო ერთი ქალბატონი საქართველოდან, რომელიც ტიროდა და ამბობდა დავხევ ჩემ პასპორტს და მე იქ აღარ წავალო. ჩავიდა მის გარემონტებულ, მის აშენებულ სახლში.
ჩემი ჩატანილი ფული რო გამოილია, ჩემთვის ერთი თეფში საჭმელიც დასანანი იყოო, როცა 14 წელი წამოსული ვიყავიო. ჩემმა შვილმა ასე მითხრა: შენი ხნის ქალები კი არიან იქეთ და გზა კი იცი, წადი და იმუშავეო“.
PHR-ის გუნდი აქტიურად მუშაობს შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უფლებების დაცვაზე.
პროექტს „გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ“, PHR-ი ახორციელებს, „ქალთა ფონდი საქართველოში“ და “Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს” მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)