en
ge

კოალიცია: მმართველი პარტია გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს

კოალიცია: მმართველი პარტია გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელს

თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ” კანონში, რომელიც კოალიციის შეფასებით, ბევრ სადაო მუხლთან ერთად აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს. 

„აღნიშნული კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას გაითვალისწინოს ის პოტენციური მძიმე შედეგები, რაც ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს, როგორც  დემოკრატიის პრინციპების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის შესაძლებლობის, სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, შეზღუდვით. “ქართულმა ოცნებამ” სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი და ამგვარი რეგრესული ინიციატივების წამოყენების ნაცვლად, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის და, კონკრეტულად, მედიასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად“, ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: mediacoalition.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)