თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, 2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა - მარტში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 676 641 ადამიანი იყო.
„ამ წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 62.29%-ით გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, სისტემის მიერ მოწყვლადი მოსახლეობის უკეთესი დაფარვით, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)