თბილისი. გაეცანით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოხალისეობრივი პროექტის „ერთი თვე სასამართლო მონიტორად“ მონაწილის, მევლუდ გუმბერიძის ბლოგპოსტს: საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული დაკვირვებები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით.
„საპროცესო შეთანხმების დადებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არა მარტო დაზარალებულზე, არამედ სხვა პირების ინტერესებზე. ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს პროცესის ეფექტიანი სასამართლო კონტროლს.
საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლე თავიდანვე მოწოდებულია დაამტკიცოს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში პროცესის მიმდინარეობას ფორმალურ ხასიათს სძენს“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)