თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ სტატიას თანამედროვე სოციალური პოლიტიკის ლიტერატურაში არსებული პარადიგმების - ახალი ბიჰევიორიზმი, სოციალური ინვესტიცია და ახალი უნივერსალიზმი - კრიტიკულ ანალიზს.
„უკანასკნელ წლებში, ახალი ბიჰევიორიზმის, სოციალური ინვესტიციებისა და ახალი უნივერსალიზმის პარადიგმები ფართოდ გავრცელებულია სამეცნიერო და პოლიტიკურ საზოგადოებებში. ახალი ბიჰევიორიზმი, როგორც ერთ-ერთი დომინანტური პარადიგმა სოციალურ პოლიტიკაში, მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ტალერმა 2017 წელს ნობელის პრემია მიიღო ეკონომიკაში. სოციალური ინვესტიცია კიდევ ერთ დომინანტურ პარადიგმად იქცა, როცა ევროკავშირმა (EU) 2000 წელს მიიღო ლისაბონის სტრატეგია - პოლიტიკა, რომელიც, 2013 წელს, სოციალური ინვესტიციების პაკეტის მიღებით გაძლიერდა. ახალი უნივერსალიზმი, დომინანტური პარადიგმის სტატუსით, 2000 წელს მიღებული გაეროს ათასწლეულის დეკლარაციით დაწინაურდა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)