შიდა ქართლი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გორში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათი უფლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია იმ საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, რომლებიც საჯარო შეკრებების გაშუქების დროს მოქმედებს.
მსმენელები გაეცნენ ასევე იმ ძირითად სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც ჟურნალისტებს დარღვეული უფლებების აღდგენაში დაეხმარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
პროექტი ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)