თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ გამოცხადებულ ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო კურსზე განაცხადების მიღება დასრულდა.
კურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, საქართველოს ყველა რეგიონიდან 318 აპლიკაცია შემოვიდა.
კურსის მონაწილეთა შერჩევა 17 ივლისამდე დასრულდება.
შერჩეული მონაწილეები, 18 ივლისს, ელექტრონული ფოსტით მიიღებენ ინფორმაციას კურსზე ჩარიცხვისა და სასწავლო განრიგის შესახებ.
ონლაინ კურსი გაიმართება USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)