en
ge

ქრისტიანობა და კოლონიალიზმი - სამხრეთ ამერიკული წარსულის გაკვეთილები

ქრისტიანობა და კოლონიალიზმი - სამხრეთ ამერიკული წარსულის გაკვეთილები

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ შოთა კინწურაშვილის სტატიას „ქრისტიანობა და კოლონიალიზმი - სამხრეთ ამერიკული წარსულის გაკვეთილები“.

„სტატიაში ისტორიული ფაქტების აღწერისა და ანალიზის შემდგომ, დასავლეთის ეკლესიისა და იმპერიების წარსულში გადადგმული არაქრისტიანული და არაჰუმანური ნაბიჯები, რომლებიც კოლონიური მოტივებით აიხსნება, დღეს საჯარო დისკუსიის, კვლევისა თუ შეცდომების აღიარებით გრძელდება. თუმცა აღმოსავლეთის საქრისტიანოში თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და სახელმწიფოს ქმედებები ახალი ძალითა და ფორმებით ახორციელებს კოლონიალურ პოლიტიკას, რომლის ავანგარდში ხშირად მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო იერარქია გვევლინება. რუსეთის იმპერიაში ძალაუფლების განვრცობის კარგ ინსტრუმენტად ქცეული იმპერიის ერთგული წმინდა სინოდი დღესაც მიმართავს სულიერ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ტერიტორიულ ექსპანსიას მეზობელი ქვეყნების მისამართით. რუსეთის წმინდა სინოდი იმპერიის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ნაყოფიერად ძარცვავდა ქართულ სამეფოებს, ანადგურებდა მის ქრისტიანულ კულტურას და საგანმანათლებლო თუ მისიონერული ხერხებით, მცდელობა არ დაუკლია ქართველთა ასიმილაციისთვის. ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, თუ გადავხედავთ უახლოეს ოცდაათ წელიწადს, საქართველოს, ჩეჩნეთის თუ უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, რომელთა შედეგად უამრავი უდანაშაულო ადამიანი დღემდე იღუპება, ხოლო რუსეთის ეკლესია მეზობელი ქვეყნების, ეთნოსებისა თუ ერთმორწმუნე ხალხების დაპყრობას საპატრიარქო ჯვარს სახავს და საცეცხლურს თამამად უკმევს“, ნათქვამია სტატიაში.

სრულად...

ნაშრომი მომზადდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაცია მიერ, USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023