თბილისი. 3 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ოფიციალურად გაიხსნა.
ცერემონია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ გახსნა.
სიტყვით გამოვიდა „სახლის" გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი, სიტყვა წარმოთქვეს სტუმრებმა ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან. გახსნაზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „სახლის" შესახებ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში