თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საქართველოს მუნიციპალიტეტების ნახევარში სოციალურად დაუცველთა რიცხვი მოსახლეობის 25%-ზე მეტია.
„2023 წლის მაისის მდგომარეობით, სოციალურ შემწეობას 668 555 ადამიანი იღებდა, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9 %-ს შეადგენს.
2023 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტიდან 32-ში საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის 25 %-ს აღემატება. მეტიც, საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობის ნახევარს აჭარბებს.
ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, რომელიც გააძლიერებდა ადგილობრივ მოსახლეობას და შეამცირებდა სიღარიბის მაჩვენებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)