თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI Georgia) ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ თვენახევრის დაფუძნებულ კომპანიას პირდაპირი შესყიდვით მსხვილი კონტრაქტი გაუფორმა.
„„ქართული ოცნების“ შემომწირველის კომპანიამ შპს „დ-კ ქონსტრაქშენმა“ დაარსებიდან თვენახევარში 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით.
შპს „დ-კ ქონსტრაქშენი“ 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა და თვენახევარში, 18 მაისს ქუთაისის მერიისგან 214,524 ლარის კონტრაქტი მიიღო. მერიამ პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულება ბიზნესსაქმიანობის გამოცდილების არმქონე კომპანიას გაუფორმა“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)