თბილისი. როგორ მიმდინარეობს „ფრანკლინის კლუბის“ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია და ვინ არიან მისი მთავარი აქტორები - გაეცანით თემო კობახიძის მულტიმედია მასალას.
„„ფრანკლინის კლუბი“ ხელისუფლებისა და სამთავრობო მედიის შეტევის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო, 7-9 მარტის აქციების შემდგომ გახდა. 12 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კლუბის წევრები ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი “სატანისტების ფორმებში” ჩაცმულები ნახა. პრემიერის მსგავსად, კლუბის შესახებ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციული ნარატივი მმართველი გუნდის წევრებმა და სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
ამ მულტიმედიურ პროექტში განვიხილავთ: თუ რა კამპანიას აწარმოებს მმართველი პარტია და სამთავრობო მედიასაშუალებები „ფრანკლინის კლუბის“ წინააღმდეგ და რა მიზნები შესაძლოა ჰქონდეთ მათ“.
წყარო: kobakhidzetemo.wixsite.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)