თბილისი.კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება 9 ივნისს გასამართ მოსამართლეთა კონფერენციას და აღნიშნავს ამ მოვლენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბების პროცესში. „კოალიცია კიდევ ერთხელ გამოხატავს სურვილს თვალი მიადევნოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომას და წარადგინოს საკუთარი წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ კონფერენციის მომზადება მოხდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც კონფერენციის დაუბრკოლებლად ჩატარება, ასევე დამკვირვებლებისა და მედიის შეუფერხებლად საქმიანობა”, ნათქვამია
კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო:კონსტიტუციია
42–ე მუხლის გვერდი სოციალურ ქსელში