თბილისი. პლატფორმა „კომენტარი“ იწყებს ახალ ციკლს, რომლის მიზანია მკითხველს გააცნოს, როგორ და რატომ უნდა გაიზარდოს სასამართლოს როლი სოციალური დაცვის საკითხებზე.
„სოციალური დახმარება სოციალური დაცვის სისტემის ნაწილია. ის საქართველოს კონსტიტუციამ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის აღიარებით განამტკიცა. სოციალური სახელმწიფო მოქალაქეთა დაცვაზე, მათ სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იღებს პასუხისმგებლობას. ის თანასწორი შესაძლებლობების და სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილების კონცეფციას ეფუძნება. სოციალური სახელმწიფოს პრინციპის აღიარებით, სახელმწიფომ აიღო სოციალური უფლებების დაცვის ვალდებულება. ეს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, სოციალური უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართონ“, აღნიშნული პუბლიკაციაში.
წყარო: პლატფორმა „კომენტარი“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)