კახეთი. 2005 წელს დაფუძნებული სათემო კავშირი „ნუკრიანი”, „სათემო განვითარების ცენტრთან” თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე თვეა, სოფელ ნუკრიანის ერთ ძველ უბანს იკვლევს: ადამიანების, სახლების ისტორიას და დღევანდელობას, განაშენიანების სტრუქტურას, არქიტექტურულ თავისებურებებს.
პროექტი – „ანდრონიკაანთ უბანი – სამეზობლო ინიციატივის განვითარების მხარდაჭერა სოფელ ნუკრიანში” – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მას მაია ბიძინაშვილი და ანა მარგველაშვილი წარმართავენ.
გაიგეთ მეტი წარსული მეხსიერების შედეგების შესახებ...
წყარო: droa.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)