თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა გამოაქვეყნა მამუკა კომახიას წიგნის ელ–ვერსია – "მილსადენები და პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბრძოლა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის".
„მილსადენები და პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბრძოლა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის“. გამოცემის მიზანია დაინტერესებულ მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მილსადენებზე მიეწოდოს, როგორც ტექნიკური სახის ინფორმაცია, ასევე მილსადენის პროექტის განხორციელების ისტორიული და პოლიტიკური კონტექ¬სტი. პუბლიკაციაში ასევე წარმოჩენილი მილსადენის მარშრუტის წინაშე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.
წყარო: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)