თბილისი. ფრიდრიხ ებერტის ფონდი, 26 სექტემბერს გამართავს ახალი კვლევის პრეზენტაციას – „დამოუკიდებელი საქართველოს თაობა: იმედებსა და გაურკვევლობას შორის - ახალგაზრდობის კვლევა 2023“.
„ახალგაზრდობის კვლევა პირველად საქართველოში 2016 წელს ჩატარდა და 7 წლის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა განმეორებით ჩატარებულიყო. პუბლიკაცია წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, ემპირიულ კვლევას, რომელიც შეისწავლის ახალგაზრდა თაობის განწყობას, ცნობიერებას თუ მოლოდინებს, ასევე, ცვალებადი გარემოს მიმართ მათი დამოკიდებულებას. ამასთანავე, ის მოიცავს ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევებს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული კვლევა სათავეს იღებს შელის ახალგაზრდული კვლევისგან (Shell Youth Study), რომელიც პერიოდულად ტარდებოდა გერმანიაში 1953 წლიდან მოყოლებული. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევა განახორციელა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ ნათქვამი ორგანიზაციის ინფორმაციაში.
წყარო: ფრიდრიხ ებერტის ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)