26 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, 11:00–18:00 საათამდე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გამართავს ფორუმს „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.
ფორუმის მიზანია მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება. ასევე, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზება, ამ კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ – ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული საერთაშორისო ფონდი „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World).
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)