თბილისი.საქსტატის მეორე კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ საქართველოში ქალის საშუალო ხელფასის მონაცემებს ავრცელებს.
„საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი კაცისას 724 ლარით ჩამორჩება საქსტატის მონაცემებით, II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437 ლარი იყო, ხოლო კაცების - 2 161 ლარი ტენდენცია ჯერჯერობით არ იცვლება და ხელფასების ზრდაც კაცების შემთხვევაში უფრო მაღალია.
წლიურად კაცების საშუალო ანაზღაურებამ 18%-ით მოიმატა, ქალებისამ კი - 15.8%-ით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ქალები მომავლისთვის
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)