სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმის – e-learning.ge კურსდამთავრებულები საზოგადოებას უზიარებენ რა გამოცდილება და ცოდნა მიიღეს სწავლებისას.
მალვინა კონცელიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია, რომელმაც, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ონლაინ სასწავლო კურსი – მონაწილეობითი ბიუჯეტირება გაიარა.
იგი ონლაინ სწავლებით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ კურსის საშუალებით მიიღო როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გაეცნო პრაქტიკულ მაგალითებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ.
„საინტერესო ის არის, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირება ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისთვის“ მალვინა მიღებული ცოდნის გამოყენებას, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების დაწყებისთანავე გეგმავს.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ ონლაინ სასწავლო პროგრამა USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით წარიმართა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)