აჭარა.თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აჭარაში დამატებით 10 საჯარო სკოლასთან ითანამშრომლებს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩა.
თანამშრომლობა პროექტის "დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“ ფარგლებში შედგება.
ათივე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისა და პედაგოგების მონაწილეობით, სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდება.
მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი მომავალში გაგაცნობთ. პროექტის მხარდამჭერია ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის”.
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)