en
ge

შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის

შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის

ქვემო ქართლი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა(CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, დაიწყო შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის, რომელიც ეყრდნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვიშეფასებას (www.ppmeter.ge).

პროგრამა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დაეხმარება განივითარონ სისტემური ხედვა და შესაძლებლობები მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისათვის და შეძლონ სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების, მათ შორის სამოქმედო გეგმების შემუშავება, რათა გააძლიერონ მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე. 

შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დაიწყო „სისტემური ხედვის“ ტრენინგით დმანისის მუნიციპალიტეტში. სწავლების პროგრამაში ამჯერად ჩართულები არიან მერიის და საკრებულოს თანამშრომლები და წევრები ოთხი მუნიციპალიტეტიდან - დმანისიდან, ჩოხატუარიდან, მარნეულიდან და ბათუმიდან. 

იგი მოიცავს სამ მიმართულებას: „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასების“ ინსტრუმენტს; დაგეგმვას - სისტემური ხედვის შემუშავებას; სტრატეგიული დოკუმეენტებს შემუშავებას.

შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დაიწყო „სისტემური ხედვის“ ტრენინგით დმანისის მუნიციპალიტეტში.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)