აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა საკონკურსო 4 განაცხადი. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო ჩხაიძე, თეონა დიასამიძე, ნათია აფხაზავა და თემურ ჯალიაშვილი, გამარჯვებულად მარიამ ბოლოქვაძის და ნიკოლოზ უშარიძის განხორციელებული აქტივობა მიიჩნია, რომელიც მათი აზრით, უკეთ პასუხობს კონკურსის მიზნებს – ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდას და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა
გამარჯვებული იდეის ავტორებმა - მარიამ ბოლქვაძემ და ნიკოლოზ უშარიძემ, ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში განახორციელეს სამოქალაქო აქტივიზმის კამპანია „ფემინიზმი“. ახალგაზრდებმა ფემინიზმთან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების შესაცვლელად და ადგილობრივი მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად არაერთი აქტივობა განახორციელეს.
კონკურსი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ – ფარგლებში, გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (BFTW) მხარდაჭერით. წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)