თბილისი. 3 ივნისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში"
ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ
ორგანიზებული ვიქტორინა „რელიგიები და ეთნოსები
საქართველოში". ვიქტორინაში
მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის
რეგიონების პარტნიორი სკოლების
სამოქალაქო კლუბის წევრებმა.
ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტოლერანტობის
კულტურის ხელშეწყობა, უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური
მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება და ტოლერანტობის ცენტრის მიერ
მომზადებული და გამოცემული ენციკლოპედიების – ,,რელიგიები საქართველოში" და
,,ეთნოსები საქართველოში" – პოპულარიზაცია. ვიქტორინაში მონაწილოების მისაღებად მოსწავლეებს
ეს ენციკლოპედიები უნდა შეესწავლათ.
სამრაუნდიანი ასპარეზობის შედეგად, გამარჯვება წილად ხვდა
მარნეულის #5 საჯარო სკოლის გუნდს. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ
სპეციალური პრიზებითა და სიგელებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო
საჩუქარი.
ვიქტორინის დასრულების შემდეგ მონაწილეებისათვის მოეწყო
ექსკურსია. მოსწავლეებმა და მათმა მხარდამჭერებმა მოინახულეს გრიგორიანული
ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. თოთოეულ სალოცავში მოსწავლეებს ადგილობრივმა
სასულიერო პირებმა უმასპინძლეს და საქართველოში მათი არსებობის ისტორიისა და
ტრადიციების შესახებ ესაუბრნენ.
წყარო: civics.ge