სამცხე–ჯავახეთი.მედია-ორგანიზაცია ,,გოუჯგუფი" ორდღიანი ვიზიტით ახალციხეს სტუმრობდა. ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა 12 ივლისს, ახალციხის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დოკუმენტური ფილმი ,,გოგონას
აქვს სათქმელი" აჩვენეს. ფილმის პერსონაჟები საქართველოს ოთხ რეგიონში - შიდა და ქვემო
ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში მცხოვრები თინეიჯერი გოგონები არიან, რომელთა
მაგალითზეც გამოიკვეთა მშობლებისა და მოზარდების დამოკიდებულებაში არსებული მტკივნეული
პრობლემები: შეზღუდული არჩევანი და თავისუფლება.
ფილმის მაყურებლები საჯარო სკოლების უფროსკლასელები,
სტუდენტები და ჟურნალისტები იყვნენ, რომლებმაც ფილმის დასასრულს დისკუსიაში მიიღეს
მონაწილეობა.
14 ივლისს კი „გოუჯგუფის" წევრებმა ახალგაზრდებს დოკუმენტური
ფილმის გადაღების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმავითარებელი მასტერკლასი ჩაუტარეს.