ქვემო ქართლი.სათემო ორგანიზაცია "გუმბათი" მხარს უჭერს წალკის გოგონათა საფეხბურთო გუნდს "ეძანს" და ეხმარება გოგონებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.
11 ოქტომბერს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით საფეხბურთო გუნდი „ეძანის“ ფეხბურთელი გოგონები სოფელ ახაშენის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე გოგონებმა გენდერულ როლებთან დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე და წარმატების მიღწევის სხვადასხვა გზებზე ისაუბრეს. ინიციატივის ფარგლებში გოგონები წალკის მუნიციპალიტეტში თანატოლებთან სხვა შეხვედრებსაც გამართავენ.
„გუმბათის“ ინიციატივა ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)