შიდა ქართლი.24 ოქტომბერს, საზოგადოება „ბილიკის“ ორგანიზებით ხაშურის ახალგაზრდულ სივრცეში ევროკავშირის ისტორიის თემაზე ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
მასში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა. ღონისძიება გაიმართა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტის „ევროპა სწორი მიმართულებაა“, ფარგლებში ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ორგანიზაცია „ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისათვის“ და პარტნიორი სკოლების მხარდაჭერით.
გამარჯვებულ სკოლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაცია „ბილიკი“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)