ახალქალაქსა და თბილისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს შესახებ ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრას;
საზოგადოების მხრიდან მიტოვებულობის განცდის წინააღმდეგ ბრძოლასა და უსაფრთხოების გარანტიების გაცნობას, რომელსაც საქართველო მიიღებს ნატოს წევრობის შემთხვევაში; ასევე ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობას დეზინფორმაციის მიმართ, ნატოსა და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საქართველოში. ღონისძიება განხორციელდა NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)