en
ge

ტრენინგები – „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა“

იმერეთი. 30-31 მაისს და 3-4 ივნისს ქალაქ ქუთაისის მერიის დარბაზში ჩატარდა ტრენინგები „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO). სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა პროგრამის მეოთხე კომპონენტის ფარგლებში შექმნილ მობინადრეთა ამხანაგობებთან არსებული შენობის მოვლა-ექსპლოატაციის ჯგუფის წევრები. ტრენინგი გაიარეს შვიდი კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლებმა.
ტრენინგები ტარდება შემდეგ საკითხებზე: მოვლა-ექსპლოატაციის ჯგუფი და მისი როლი ბინათმესაკუთრეთა/სამეზობლო ამხანაგობაში; შენობის დასახლების შემადგენელი ნაწილები; მოვლა-ექსპლოატაციის ინსტრუქციები; უსაფრთხო საცხოვრებელი; შენობის მდგომარეობის გეგმიური შემოწმება, გრაფიკი, კვალიფიკაცია; მარტივი სარემონტო სამუშაოების წარმოება; ასევე შერჩეული იქნება საჭირო სამუშაო იარაღები.  ჯგუფის წევრების მოვალეობაა იზრუნონ მათი საცხოვრებელი კორპუსის მოვლა-ექსპლოატაციაზე იმ სამშენებლო ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი"USAID/NEO პროგრამის ფარგლებში გადასცემს მობინადრეთა ამხანაგობებს. ჯგუფის წევრები უმრავლესობა შერჩეული იქნა მათი ტექნიკური კვალიფიკაციის მიხედვით. 
წყარო:ცენტრ აფხაზეთის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)