ქვემო ქართლი.18 ნოემბერს, გარდაბანში, სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრში, საჯარო ლექცია გაიმართება.
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა პროექტის “მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში” ფარგლებში დაიწყო საჯარო ლექციების სერია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
პროექტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)