თბილისი.22 ნოემბერს, „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება ახალი კვლევის წარდგენა: „საქართველოში შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“.
კვლევა განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
კვლევაში განხილულია ის გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან, შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)