თბილისი.29 ნოემბერს, ლიტერატურის მუზეუმში, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაიმართება კონფერენცია:„სად ვართ დღეს - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის სისტემური გამოწვევები“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კვირეულში ორგანიზებულ კონფერენციაზე მოწვეულ ექსპერტებთან, მკვლევრებთან და აქტივისტებთან ერთად განხილული იქნება ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით დღემდე გატარებულ ღონისძიებები, ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისებზე წვდომის კუთხით არსებულ გამოწვევები, ადრეული ქორწინების პრაქტიკა და მასთან ბრძოლის ეფექტიან გზები და ა.შ.
კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იქნება ახალი კვლევა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის და აანალიზებს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სხვადასხვა სერვისებს, რომლებიც საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ფუნქციონირებს.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)