კახეთი. „უფლებები საქართველოს“ და „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის №1 საჯარო სკოლაში, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ახალგაზრდების მშობლებთან, თანასწორობის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, იურისტები ახალგაზრდების მშობლებს გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ესაუბრნენ. გაიმართა დისკუსია ნაადრევი ქორწინების გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე. მოსწავლეთა დედებმა ღიად ისაუბრეს იმ კულტურულ ნორმებზე, რომლებიც ქალებს ხელს უშლის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა ჩართულობის და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ და „ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან“ პარტნიორობით, და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)