თბილისი. 9 დეკემბერს, თბილისში, ევროპის მოედანზე, ევროკავშირის მსოფლიოში ყველაზე დიდი დროშა გაიშალა. ამ დროშის თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიკერა, რაც კვლავ ხაზს უსვამს ქართველი ხალხის ერთიანობას ევროპული მომავლის გზაზე.
საქართველოს მოქალაქეებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი ნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ.
წყარო: ღია საზოგადოების ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)