en
ge

იდეების აუქციონი

იდეების აუქციონი

თბილისი. 12 დეკემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, რიგით მეორე "იდეების აუქციონი" გაიმართა. 

„იდეების აუქციონი“ მცირე ზომის ჯგუფებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენასა და ფინანსების მოზიდვაში ეხმარება. 

წელს, იდეების აუქციონზე სამმა გუნდმა წარადგინა სოციალური პროექტი. ესენია: ორგანიზაცია „ჰოუფი“, ორგანიზაცია „ამო მეოთხეზე“, ორგანიზაცია „გზა მშვიდობისკენ“.

 სამივე სოციალურმა პროექტმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ პროექტების წარსამართად სულ 22 300 ლარი შეგროვდა ღონისძიებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. საქართველოში ქრაუდფანდინგში, ანუ სახალხო დაფინანსების პრაქტიკაში სულ უფრო მეტი ადამიანი, ჯგუფი, თუ ორგანიზაცია ერთვება.

 სხვადასხვა სოციალური თუ გარემოსდაცვით პროექტებისთვის, მსგავსი ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს და ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს.

 აუქციონი გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით. 

სრულად... 

 წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023