გურია. 18 დეკემბერს, ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს მოადგილე სარა კრეიგელი გურულ მოსწავლეებს შეხვდა და ამერიკული შობა-ახალი წლისა და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე ესაუბრა.
შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებმა შეკითხვები დასვეს და ქართული ტრადიციების შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ,,USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის" პარტნიორი სკოლების მოსწავლეები და ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის ,, ACCESS" მონაწილეები.
წყარო: ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)