შიდა ქართლი.26 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი წეროვანში და შავშვებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამართლებრივი კონსულტაციისთვის შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე მოხდება მოსახლეობის სოციალური პრობლემების იდენტიფიცირება და გაზიარებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის. შეხვედრა ტარდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“, ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)