კახეთი. 19 დეკემბერს, თელავში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრა კახეთის ჰაბთან – „მედია ცენტრ კახეთთან" პარტნიორობით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში შედგა.
ღონისძიების მიზანი იყო კახეთის ახალგაზრდებისთვის სახელმწიფოს 2023-2026 წლების. ახალგაზრდული სტრატეგიის წარდგენა და მის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)