თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ახალ ბლოგს ავრცელებს მთავრობის მიერ გასხვისებულ ქონებაზე.
გამჭვირვალობა-საქართველო აღნიშნავს, რომ „2023 წლის დეკემბერში მთავრობის სხდომებზე განსახილველი 32 საკითხიდან 14 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა, რომელთაგან 6 კითხვებს აჩენს“.
ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ „იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.“ - აღნიშნულია ბლოგში.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)